- პატრიარქატი
- მამათა ძალაუფლება.ეს არის ოჯახური, იდეოლოგიური, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ქალური ყოველთვის მამაკაცურს არის დამორჩილებული. ქალების დათრგუნვა მომდინარეობს არა ბიოლოგიური განსხვავებიდან, არამედ ფემინურის, როგორც მეორადის სოციალურად დაკანონებიდან, პოლიტიკა სოციალური ძალაუფლების პარადიგმაა, რომელიც მოწოდებულია პატრიარქატის წესების შესაბამისად გააკონტროლოს ქალური სუბიექტურობა.Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.